Post by Vakhtang Tsagareli

Rector/Executive Director at Kutaisi International University/ Director at Kutaisi University Campus/ Director at Kutaisi Hadron Center

აშშ-ში, ქ. ჩიკაგოში მიმდინარე რადიაციული ონკოლოგიისა და რადიოფარმაციის მაოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც შევდივართ მე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე და KIU-ს რექტორი, გამართა შეხვედრები/მოლაპარაკებები სამედიცინო ტექნოლოგიების ისეთ გიგანტებთან როგორებიცაა: Carl Zeiss; General Electric; Siemens-Varian; Toshiba; Sun Nuclear; Ion Beam Application და სხვები. შეხვედრების მიზანია საქართველოში ადრონული თერაპიის ცენტრის დაკომპლექტება თანამედროვე და საუკეთესო დანადგარებით როგორებიცაა: CT (კომპიუტერული ტომოგრაფია), PET (პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია), MRI (მაგნიტურ-რეზონანსულო იმიჯინგი), რადიაციული დეტექტორები/დოზიმეტრები და ა შ. ყველა მხარე ერთხმად აღნიშნავს ჩვენი პროექტის უნიკალურობას როგორც თავისი მასშტაბით, ასევე მნიშვნელობით და აღფრთოვანებას ვერ მალავს იმის გამო რომ ჩვენს ცენტრში იქნება განთავსებული 2 ავტონომიური ციკლოტრონი თითო 230MeV (მეგაელექტრონვოლტი) სხივის ენერგიით. მაგავსი ფუფუნება ბევრ ევროპულ და ამერიკულ ცენტრს დღემდ არ გააჩნია. ერთი ამაჩქარებელი მოხმარდება სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას, ხოლო მეორე ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლევებს. ჩვენი უცხოელი პარტნიორები უკვე ჯავშნიან დროს რათა თავისი კვლევითი ამოცანები ჩამოიტანონ ჩვენს ცენტრში. 😎🤟 გაუმარჯოს საქართველოს! 🇬🇪🇺🇸

Post contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost content