Post by Vakhtang Javakhishvili
1-Min Marketing Reads | @BOG App Product Marketer | Brand Manager
სანამ ფინალი დაიწყება სტატისტიკებს ვქექავ - Adidas VS Nike-ს და მათ პარტნიორობებს ჩავხედე. ნაიკის ბოლო 3 დიდი ჩემპიონატია რაც ბედი არ წყალობს, დღევანდელი ორივე ფინალისტის მთავარი სპონსორი ადიდასია. არგენტინის პარტნიორობა წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ევრო უჯდება ადიდასს, ესპანეთის - 22 მილიონი. ნაიკის თან უფრო მეტი გუნდი ყავდა ამ ჩემპიონატზე და თან გუშინდელი კალათბურთელები 6-4 რომ ითამაშეს დაახლოებით ჯამში 100 მილიონი უჯდება წელიწადში. აქვე დავამატებ, რომ 2024 წლის ევროც და კოპა-ამერიკაც ადიდასის გუნდებმა მოიგო. ეგ ნიშნავს მთელი ჩემპიონატის გარშემო დიდ დაფარვას + როცა გუნდები ყველაზე დიდ სცენაზე დგანან, ვის ბრენდს აქვს უფრო მეტი ხილვადობა. მარკეტერები ამას "Gut feeling" ეძახიან, მაგრამ შეგვიძლია ამ ინდუსტრიაში გემბლინგი დავუძახოთ. დღეს ფეხბურთი ზეიმობს და ზეიმობს 11 წლის ვატო ბარსას ფორმით, ვინ მოიგებს აღარ აქვს მნიშვნელობა არც ადიდასისთვის, არც ჩემთვის. Visca Barca!