Post by Tina Tchkadua
Marketing Consulting / AI Advisory / Real Estate, Legal & Crypto Marketing / Creative Lead
მას შემდეგ, რაც პანდემიამ მოგვიკაკუნა კარებთან და დაუპატიჟებლად გვესტუმრა სახლებში, კომპანიებში, სასწავლო დაწესებულებებში, გონებაში და გულებში, თითქოს მივეჩვიეთ, რომ შეხვედრა უნდა იყოს ონლაინ, გაცნობა - ონლაინ, სწავლა - ონლაინ. ...და უცებ, "ფრილანსერების" ჯგუფში დაიდო შემოთავაზება: "ერთდღიანი #ნეთვორქინგ შეხვედრა ბაკურიანში". სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად გამიხარდა, რომ ყოველგვარი ზუმის, სკაიპის და გუგლ მითსის გარეშე, ფიზიკურად შევძლებდი კოლეგების გაცნობას, მათთან შეხვედრას, გულიან სიცილს და ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი მომენტების ერთად შექმნას. იქვე ვთქვით, "რაც ხდება ბაკურიანში, რჩება ბაკურიანშიო" - მაგრამ ნურას უკაცრავად! ის რაც ბაკურიანში მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს :) Work - life balance -ის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება, ნამდვილი კავშირი ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ან მომიჯნავე საქმიანობა გაკავშირებს. დიდი მადლობა იდეის ავტორებს და შეხვედრის ორგანიზატორებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა, სპიკერებს - Aleksandre Chomakhidze Marita Pilauri Nini Zekalashvili Khatuna Mdinaradze ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა! აქვე, მექნება თხოვნა,რომ ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. ასეთი დღეები უნდა იყოს ბევრი და ხშირი :) #Marketing #networking #copywriting #sales #worklifebalance #მარკეტინგი #ქოფირაითინგი #ნეთვორქინგი #გაყიდვები