Post by Tazo Sisvadze

Senior Account Executive | Full-Cycle SaaS Closer | B2B SaaS Outbound Strategist | GTM & Signal-Based Outbound

ICP-ის (იდეალური მომხმარებლის პროფილის) განსაზღვრის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი საკომუნიკაციო არხების შერჩევა და პოტენციურ მომხმარებელთა ბაზის შექმნა. Sale-ებში ყველაზე დიდ გამოწვევას, სწორედ ამ ნაწილში წავაწყდი, ქართულ ბაზარზე ფაქტობრივად არ გვაქვს ტექ ხელსაწყო, რომელიც დაეხმარება SDR-ს (Sales Development Representative-ს), რომ შექმნას ბაზა, თავის მოთხოვნების გათვალისწინებით. როცა ამ გამოწვევას შევეჩეხე, ვიფიქრე, რომ არ ვიქნებოდი ერთადერთი სპეციალისტი ამ პრობლემით. გადავწყვიტე დახმარება უცხოელი კოლეგებისთვის მეთხოვა და მათგან გამეგო, რა სისტემებს იყენებენ ან რა work around იპოვნეს. დაახლოებით 30 SDR სპეციალისტს შევხვდი, რომლებიც EU ბაზარზე ოპერირებდნენ, სხვადასხვა Tech კომპანიებში და ვთხოვე თავიანთი გამოცდილების, daily routine-ის გაზიარება. მათი პასუხები და Tech Stack (ხელსაწყოები რომლებსაც იყენებდნენ) ხშირ შემთხვევაში იდენტური იყო. პირველად სწორედ მათგან გავიგე, რომ არსებობს არაერთი სისტემა, რომელიც SDR-ის ყოველდღიურ ხელით სამუშაოს ფაქტობრივად აქრობს და სულ 15 წუთი სჭირდება ისეთი ბაზის შექმნას, რომელიც შემდეგ მთელი თვე შეიძლება გამოვიყენოთ. გიზიარებთ ტოპ ხელსაწყოებს, რომლებსაც პირადად ვიყენებდი თითქმის 2 წელი და ისევ რჩებიან ჩემს Tech Stack-ში. Apollo.io - ერთ-ერთი წამყვანია ამ ინდუსტრიაში, მათ შორის საკმაოდ კარგად მუშაობს ქართულ ბაზარზეც, ძალიან მარტივი Onboarding პროცესი აქვს და იძლევა საშუალებას, არა მხოლოდ შევქმნათ ბაზა, არამედ პირდაპირ Decision Maker-ის, მაგალითად CEO-ს, COO-ს, Head of HR-ის საკონტაქტო ინფორმაცია ამოვიღოთ Prospeo io - თითქმის Apollo io-ს იდენტური სისტემაა, თუმცა ერთი განსხვავებით, გაცილებით უკეთ მუშაობს US-ბაზარზე. პირადად ვიყენებდი ორივეს და მთავარი განმასხვავებელი, მცირე feature-ების გარდა არის ის, რომ Apollo io ბევრად უკეთ მუშაობს EU ბაზარზე და მათ შორის კავკასიის რეგიონშიც, მაშინ როცა Prospeo იდეალურად უმკლავდება US Market-ს. და ბოლოს Surfe, რომელიც Apollo io-ს გან განსხვავებით, იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ბაზის გაკეთების შემდეგ პირდაპირ CRM-ში გადავიტანოთ lead-ი ან LinkedIn-ის Sequence-ში ჩავამატოთ. Surfe-თან მე პირადად დიდად მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა მათ SDR გუნდს ძალიან გაუმართლა და ქართველი SDR სპეციალისტი ყავთ Mziko Nikolishvili, რომელიც ჩემზე უკეთ შეძლებთ დაგეხმაროთ და გაგცეთ სისტემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი. თუ მსგავსი გამოწვევა შენც გაქვს ყოველდღიურობაში, სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას უფრო დეტალურად. საინტერესოა ქართულ ბაზარზე თქვენ რა work around-ით გადაწყვიტეთ ბაზის შექმნის პრობლემა და რა სისტემებს იყენებთ.