Post by Tamar Maziashvili
Founder at Global Education in China
ჩინეთში, ჩვენმა გუნდმა არაჩვეულებრივად იმუშავა. დაწყებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტით დამთავრებული. დიდ მზადებაში ჩართულები იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან და არაჩვეულებრივი ადამიანები ტურიზმის სექტორიდან, მათ შორის, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები. ყველამ ერთად, ვფიქრობ, გადასარევი შედეგი დავდეთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს და მადლობა გადავუხადოთ რუსთავის ანსამბლის მოცეკვავეებს და მომღერლებს, რომლებმაც სასწაული ენერგეტიკა შესძინეს ამ ღონისძიებას და ასევე შეფ-მზარეულები, რომლებმაც ათიათასობით გამოფენის მონაწილე დააპურეს. გამოფენის მიმდინარეობისას ორჯერ კეთდებოდა ქართული კერძები, მათ შორის ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, გოზინაყი, საცივი, ბადრიჯნის ხვეულე და აშ და გრძელ რიგში ჩამდგარ ხალხს უმასპინძლდებოდნენ. ადვილი ნამდვილად არ იყო გამოფენის პირობებში ამ კერძების მომზადება. ასევე მინდა ავღნიშნო, სამხატვრო აკადემიის თანამშრომლები, რომლებიც სასწაულებს ქმნიდნენ,( მათ შემოქმედებას აუცილებლად გაგიზიარებთ სთორებში). მთელი გამოფენის განმავლობაში თავი არ აუწევიათ ზემოთ. მე, ამჯერად ვიზიტორი გახლდით, მაგრამ უფრო დიდი შედეგებზე გავედი, ვიდრე სხვა გამოფენებში "ეგზიბიტორად" ყოფნის დროს ვაღწევ ხოლმე, ეს შედეგი, რა თქმა უნდა, თითოეული ამ ადამიანის შრომის დამსახურებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვუხადო ქალბატონ თინათინ ზოიძესა Tinatin Zoidze და ნინო ქართველს მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი. ბევრი პოტენციური პარტნიორის კონტაქტი გამიზიარეს და ბევრსაც ალბათ გამიზიარებენ 😍.. ასევე, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რომელთა მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი ჩინეთში და აქაც კორეაში Best Western Premier Batumi. მიყვარხართ ჩემებო 🥰 მოკლედ, სხვა რა ვთქვა.., ასე საჯაროდ სამადლობლების თქმა, კი იცით არ მახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ყველამ განსაკუთრებულად კარგად იმუშავა და ეს შედეგიც ამ მუშაობის დამსახურებაა.