Post by Sopho Bostoghanashvili

Smartphone Business Development Manager

მხარდაჭერის პარადოქსი და "ჩუმი" შრომის ფასი 💫 Ცოტა ხნის წინ შემხვდა აქ პოსტი, მხარდაჭერასთან დაკავშირებით და, რააღაცნაირად, დაემთხვა, რომ მეც ეს საკითხი მიტრიალებდა თავში. მართლაც, რატომ ხდება, რომ ხშირად სრულიად უცხო ადამიანებისგან უფრო მეტ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ვიდრე მათგან, ვინც ყველაზე ახლოსაა? მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც ჩუმად აკეთებს თავის საქმეს. არ მიყვარს პატარა ნაბიჯებზე ხმამაღლა საუბარი, ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და შექებაზეც დღემდე უხერხულად მეღიმება. მირჩევნია შედეგმა ილაპარაკოს ჩემ ნაცვლად. მაგრამ სწორედ ასეთი ხასიათის დროს, ახლობლების მხარდაჭერას ორმაგი ფასი აქვს: 🫂 მხარდაჭერა, როგორც დასტური: როცა თავად მუდმივად ნაკლს ეძებ შენს ნამუშევარში (იქნება ეს სამსახურებრივი პროექტი თუ საკუთარი ბიზნესი), ახლობელი ადამიანის ერთი უბრალო "ლაიქი" ან "აღიარება" ხდება დასტური იმისა, რომ სწორ გზაზე ხარ. Დღის ბოლოს რა ჰქვია ამ გრძნობას, იმედგაცრუება თუ მოტივაცია? დიახ, ახლობლების დუმილი ხშირად იმედგაცრუებაა. თუმცა, ჩემნაირებისთვის ეს უფრო დიდი სტიმულია. თუ მხარდაჭერა გარედან არ მოდის, ის შიგნიდან უნდა იპოვო. საბოლოო ჯამში, ალბათ მართალია — უცხოები ხედავენ შედეგს, ახლობლები კი ხედავენ შენს ყოველდღიურ შრომას და ეს მათთვის "ჩვეულებრივი ამბავი" ხდება. თქვენი გამოცდილებით, საიდან მოდის უფრო მეტი მხარდაჭერა — ახლობლებისგან თუ სრულიად უცხო ადამიანებისგან? 👇 #LinkedInGeorgia #SupportSystem #WorkEthic #SelfReflection #TbilisiBusiness #საქმეილაპარაკებს #მხარდაჭერა #მოტივაცია