Post by SMG • შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

772 followers

ჩვენი კომპანიის პარტნიორ, ნახევარფაბრიკატებისა და მზა კვების საწარმო შ.პ.ს ,,რედგანეში“ ტრენინგი ჩავატარეთ, თემაზე- ,, საგანგებო სიტუაციების დროს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა“. 📌 სემინარზე SMG-ის წარმომადგენელმა, შრომის უსაფრთხოების უფროსმა სპეციალისტმა ,ლაშა ომიაძემ საწარმოს თანამშრომლებს დეტალურად გააცნო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის დაცვაც აუცილებელია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ესენია:  ●საგანგებო სიტუაციებისა და საევაკუაციო ღონისძიებების შესახებ  ●პირველადი სამედიცინო დახმარება და ერგონომიკა   ●მანქანა დანადგარებთან და სამუშაო ტექნიკასთან მუშაობის წესები  ● ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება  ●სამუშაო სივრცეში არსებული უსაფრთხოების ნიშნების სწორი გამოყენება; ტვირთის სწორი განთავსება და გადაადგილების პროცედურები  ●სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების წესები  ●ობიექტზე არსებული ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენება SMG მსგავსი ტიპის ტრენინგებს რეგულარულად, ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან ატარებს. 🧷 გვახსოვდეს, უსაფრთხო გარემო იწყება ინფორმირებული თანამშრომლით!

Post content

Video Content