Post by Beka Zakaidze
4x Co-Founder | Teaching AI to touch grass
5 მაისს გავუშვით ჩემთვის ძალიან საყვარელი პროდუქტი - OnlyFoods.ge. პლატფორმის დანიშნულებაა, პასუხი გასცეს მსოფლიოში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - სად ამზადებენ ჩემს საყვარელ კერძს ყველაზე კარგად? აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა მართლა მნიშვნელოვანია 😁 ასევე ისეთი რაღაცებიც აღმოვაჩინე, რაც მეც გამიკვირდა. მაგალითად, როდესაც პლატფორმაზე ახალი მომხმარებელი შემოდის, პირველ რიგში გადადის მისთვის ნაცნობ ან საყვარელ კერძზე და ამოწმებს, რამდენად შეესაბამება რეიტინგი სიმართლეს :) მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს პლატფორმისა და ფუნქციების დათვალიერებას. 2 თვეში იმდენი მოვახერხეთ, რომ თუ Google-ში „საუკეთესო ხინკალს“ მოძებნით, პირველი OnlyFoods.ge გამოგიჩნდებათ (შეგიძლიათ გადაამოწმოთ). პირადად ჩემთვის ეს ყველაზე დიდი milestone-ია. ასევე სოციალური ქსელის მხარე ცალკე კარგი გასართობია. შეგიძლიათ მეგობრები გამოიწეროთ და Foodlog-ში, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი feature-ია, თვალი ადევნოთ, რას აგემოვნებენ ან ინახავენ თქვენი მეგობრები. თუ https://onlyfoods.ge/ ჯერ არ გინახავთ, შეგიძლიათ ახლა გადახვიდეთ, დაათვალიეროთ და მოინიშნოთ, სად უნდა გასინჯოთ თქვენი საყვარელი კერძი, ან სხვებს გაუზიაროთ თქვენი საყვარელი ადგილი. ასევე შეგიძლიათ გამომყვეთ - @egod. Foodlog-ში მარტივად მიპოვით 😇
Video Content