Post by Salome Sulaberidze - Career Mentor
Helping people land jobs worldwide | Career Mentor & Founder of Carrera Agency | 2,000+ success stories | Speaker | If companies are not getting back to you, let’s fix it
ვინც ყველაზე ბედნიერია დღეს, ის ოფისში არ ზის. ის ფრილანსერია. 2 წლის წინ მეც ასე დავიწყე. ერთი ლეპტოპი, ერთი იდეა და ბევრი შიში. დღეს კი ვხელმძღვანელობ Carrera Agency -ს, ჩემს რეკრუტინგულ სააგენტოს. და ამ გზაზე ერთ რამეს კარგად მივხვდი. ფრილანსერები ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან, ვისაც ვიცნობ. იმიტომ არა, რომ ცხოვრება უადვილდებათ. პირიქით, მათი გზა ხშირად ბევრად რთულია. მაგრამ ისინი ფლობენ საკუთარ დროს. საკუთარ გადაწყვეტილებებს. საკუთარ თავს. და სწორედ ეს არის ბედნიერების ნამდვილი ფორმულა. სტაბილურობა, რომელიც გვასწავლეს, ილუზიაა. ვერც ერთი კომპანია ვერ გაძლევს გარანტიას ხვალინდელ დღეზე. ერთადერთი, რაც მართლა შენია, შენი უნარებია. ამიტომ ჩვენს შვილებს ერთი რამ უნდა ვასწავლოთ. გაყიდონ მათი ძლიერი მხარეები. გაყიდონ უნარები. ისწავლონ საკუთარი თავის წარდგენა. რადგან ამქვეყნად მუდმივი არაფერია, შენი თავის გარდა. დიდი მადლობა Nino Zekalashvili - ს, ასეთი მაშტაბური პროექტის ორგანიზებისთვის. Unlimited summit. ეს გოგო ნამდვილი ლიდერია და ეს უნდა დაინახოთ!🔥 აქვე შევხვდი ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს, Guro Davitlidze Davit Jijavadze 💛💛 როგორ მოგეწონათ?