Post by Petra Group
1,253 followers
Petra Group ახალ საერთაშორისო პარტნიორობას იწყებს ✨ დღეს BM.ge-ის ეთერში Petra Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ კალანდარიშვილმა და Maya Collection-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ მარიამ ისაუბრეს სტრატეგიულ შეთანხმებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი MayaBay გამოჩნდება. პარტნიორობის ფარგლებში, MayaBay საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტებზე მსოფლიო დონის რესტორნებისა და სანაპირო კლუბების განვითარებას გეგმავს. Petra Group-ისთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს პრემიუმ მასპინძლობისა და ტურიზმის სექტორის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. სრული ინტერვიუ იხილეთ BM.ge-ზე.
Video Content