Post by Nino Gorgadze. PMP® PMI-ACP®

Digital Transformation & AI Enablement Consultant | PMO & Delivery Leader | Monday.com Partner | n8n Agentic Workflows

მინდა გაგაცნოთ განტის ჩარტის მოკლე ისტორია. ზოგმა რომ არ იცის, ზოგიც კი გ“რ“ანტის ჩარტს რომ ეძახის. 📊განტის ჩარტი📊 განტის ჩარტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ყველაზე გამოყენებად თულად კლასიკური პროექტების მართვაში (და არა მარტო). ბებერო განტის ჩარტი 100-ზე მეტი წლისაა! განტის ჩარტი ერთ ღერძზე გვიჩვენებს თაქებს, ხოლო მეორეზე კი დროს, რომელშიც ეს თასქები უნდა შესრულდეს და შემდგომ რეალური შესრულების თრეკინგის საშუალებას იძლევა - რა დავპირდი, რა გავაკეთე ლოგიკით. განტის ჩარტის კონცეფციის ფუძემდებლად ითვლება კაროლ ადამეცკი (Karol Adamiecki – 1896), რომელმაც შექმნა ჰარმონიზაციის (harmonisation) თეორია, სადაც შეტავაზებული იქნა წარმოების პრობლემების ვიზუალური გადაწყვეტილება - ჰარმონოგრამა. ადამეცკიმ ეს მეთოდი 1896 წელს შექმნა, თუმცა მხოლოდ 1931 წელს გამოაქვეყნა და ისიც მხოლოდ პოლონურად, რამაც მისი ავტორად აღიარება და გავრცელება შეაფერხა. 1910-1915 წელს ჰენრი განტმა, ამრიკელმა ინჟინერმა, შექმნა Gantt General Control Production Chart, რომელიც გამოიყენებოდა ქარხნებში, წარმოების შეკვეთების დაგეგმვისას ანუ რუტინული და განმეორებადი თასქების სამართავად. ორიგინალი განტის ჩარტი   მეორედ, უკვე 1918 წელს, განტის ჩარტი პირველი მსოფლიო ომის დროს ავტომატის წარმოებაში გამოიყენეს. პოლკოვნიკი ჯონ თ. ტომპსონი, ტომპსონის ავტომატის გამომგონებელი, იღებს რა გამორჩეული სამსახურის მედალს, „განსაკუთრებით დამსახურებული და თვალსაჩინო სამსახურისთვის მცირე იარაღის და ამით შეერთებული შტატების არმიისთვის მიწოდებული საბრძოლო მასალის დიზაინისა და წარმოებისთვის“. ტომპსონი დაუყონებლივ უგზავნის ამის ასლს  „ჰენრი ლორენს განტს“ შემდეგი ჩანაწერით: „ამ ჯილდოს დიდი წილი დიდი საომარი დავალების შესრულებისთვის ეკუთვნის ჰ. ლ. განტს და მის თანაშემწეებს. Gantt-ის გენერალური კონტროლის წარმოების სქემა იყო ჩემი კომპასი.“ მესამედ კი 1931-1936 წლებში, როდესაც ამერიკა დიდ დეპრესიაში იმყოფება, შავი კანიონის ადგილას, წყალდიდობების გასაკონტროლებლად და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, კონგრესი ნებას რთავს მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე კაშხლის აშენებას. გარდა ძალისხმევის უზარმაზარი მასშტაბისა, უდაბნოში მხურვალე გარემო, დაუდასტურებელი ტექნიკის გამოყენების აუცილებლობა და ადგილის არარსებობა, დამატებით დაბრკოლებებს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, Six Companies Inc, სამშენებლო კომპანიების კონსორციუმი იღებს ამ გამოწვევას და „ჰუვერის კაშხალს“ გადასცემს მთავრობას ვადაზე ორი წლით ადრე! ის დღეს დგას, როგორც 21,000 კაცის გამბედაობის ძეგლი, რომლებმაც ააშენეს იგი და ყოველწლიურად იზიდავს დაახლოებით მილიონ ვიზიტორს. და კიდევ ერთხელ, Gantt Charts-ს ენიჭება დამსახურება ასეთი მასიური პროექტის მენეჯმენტში საკვანძო როლის შესრულებისთვის. 1980-1990იან წლებამდე განტის ჩარტი ფურცელზე ხელით იხაზებოდა, რაც ნებისმიერ ჩასწორებას რთულს ხდიდა. დღეს განტის ჩარტის ბაზაზე უამრავი ვარიაციაა შექმნილი, ინტეგრირებული კომბინაციები და უამრავი პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს (MS Project, Primavera, Zoho, Asana და უამრავი სხვა) ასევე ბვრი ცვლადის ინტეგრირების საშულებაც მარტივად ხდება.  #projectmanagement

Post content