Post by Nino Makharadze

Senior Full Stack Developer | .NET Core, Angular, Microservices | Architecting Scalable Systems

ღმერთო, ძალიან ვნერვიულობ… 🫣❤️ ვიცი, რომ LinkedIn-ის ალგორითმს დიდად არ უყვარს ვიდეო კონტენტი, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს პირველი წარდგენა და ჩემი უშუალო ემოცია სწორედ ვიდეო ფორმატიდან გენახათ. როგორც იქნა, დადგა ის დიდი დღე, როცა მშობლებისთვის ცხოვრების გამამარტივებელი პლატფორმა, mshobloba.ge უნდა წარგიდგინოთ! 🚀 მე უზომოდ მიყვარს ამ პროდუქტის თითოეული დეტალი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თავად იდეა მიყვარს. ✨ იდეა, რომელმაც ყოველი მშობლის ყოველდღიურობა უნდა შეამსუბუქოს, გაამარტივოს და ერთ სივრცეში მოაქციოს ყველა საჭირო სერვისი. 💼👶 შეიძლება ერთ ვიდეოში მთელი ჩემი სათქმელი ვერ ჩავატიე, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს გაგიზიარებთ. მჯერა, რომ ეს პროექტი ბევრი ოჯახის ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს. მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი პირველი პოსტი ნახეთ და ასეთი დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეთ.🧡 ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცრუ მოლოდინები არ შეგიქმენით და ჩემი ნაშრომი თქვენს ნდობას გაამართლებს. 🥺🫶 აუცილებლად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის წევრებს, მეგი შაონიძეს და Mzeona Sadzaglishvili . ადამიანებს, რომლებმაც ჩემი იდეა პირველივე დღიდან ირწმუნეს და პირველივე თხოვნაზე შემოუერთდნენ ჩემს წამოწყებას. თქვენი თითოეული სიტყვა და გულშემატკივრობა ჩვენთვის მოტივაცია იქნება რომ კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელოთ ეს გზა . 🥹! ❤️ 👉 ეწვიეთ საიტს: mshobloba.ge ერთად გავხადოთ მშობლობა მარტივი!💫 #mshoblobage #startuplife #productlaunch #parentingtech #entrepreneurship #მშობლობა #მხარდაჭერა

Post content

Video Content