Post by Nino Elbakidze

M.A. Ed. Science; PMP; Policy of Vocational Education; LLL; Master Trainer; PhD Candidate

პირველ ფოტოზე, მაგდებურგის უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, მეორე ფოტო კი დღეს არის ბონში გადაღებული. ამ ორ ფოტოს შორის 10 წელია სხვაობა. მე აქ დღეს სრულიად სხვა სამყარო დამხვდა. რადიკალურად შეიცვალა სამუშაო გარემო, სწავლისა და სწავლების მიდგომები, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების როლი და, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები. დღეს ცვლილებების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ თუ მათ ფეხს ვერ აუწყობ, ძალიან მარტივად შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდე. განვითარება უკვე არჩევანი აღარ არის. ან ვითარდები, ან გაურკვეველი დროით უკან რჩები. ეს გზა მტკივნეულია. ზოგჯერ გიწევს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის გადაფასება, ზოგჯერ იმის აღიარება, რომ ძველი მიდგომები აღარ მუშაობს. მაგრამ სწორედ ამაშია პროფესიული და პიროვნული ზრდის არსი, რომ არ შეგეშინდეს ცვლილებების და ისწავლო თავიდან. ერთი რამ გარდაუვალია: რაც უფრო მეტი ტექნოლოგიური ცვლილება მოვა, მით უფრო მეტად გახდება საჭირო ისეთი ადამიანი, რომელიც განვითარებულ ტექნოლოგიებს მართავს. Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH #adulteducation #tvet #Tvetakademie

Post content