Post by National Bank of Georgia
36,702 followers
საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ზედამხედველობის ერთ - ერთი განყოფილების უფროსი, ლევან ბენიძე, რისკების მართვის მიმართულებით, აქტივების მმართველ კომპანია Finance in Motion GmbH - ში (Frankfurt/Main, Germany) აგრძელებს მუშაობას. 📣 ლევანი ჩვენს გუნდს 2012 წელს შემოუერთდა, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი. 2017 წლიდან კი, ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 👈 ლევანი სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბანკო საქმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. 🎓 საქართველოს ეროვნული ბანკი მისთვის არის ოჯახი, სადაც პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება მთავარი ღირებულებებია. მისი ყოველდღიური საქმიანობის ლაიტმოტივია - "მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში". 💬 "საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა", - ასეთია ლევან ბენიძის წარმატების ფორმულა. 🎯 დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში! 🎉 #სებ #ჩვენიგუნდი #საბანკოზედამხედველობა