Post by Mikheil Begheladze Food Safety and Quality Manager

Food safety & Quality management systems Manager,Food Business Consultant ,Food Safety Trainer,HACCP Mentor, ISO22000:2018 consultant

ℹ️FDA-ის (აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაცია) მიერ Red No. 3-ის აკრძალვა - გამოწვევა სურსათის ტექნოლოგებისთვის 🇺🇸 ❌ათწლეულების განმავლობაში Red No. 3 ფართოდ გამოიყენებოდა საკონდიტრო ნაწარმში, საცხობ პროდუქტებში, სასმელებში, გადამუშავებულ საკვებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებში მისი მკვეთრი ალუბლისფერი შეფერილობის, ფერის მაღალი სტაბილურობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გამო 🇪🇺ევროკავშირში E127 (Erythrosine, Red No. 3) სრულად არა აკრძალული. მისი გამოყენება მკაცრად შეიზღუდა 1994 წელს, როდესაც მიღებულ იქნა ევროკავშირის დირექტივა საკვებში გამოყენებული საღებავების შესახებ. მას შემდეგ E127 დაშვებულია მხოლოდ ძალიან შეზღუდულ კატეგორიებში, ძირითადად კოქტეილისა და დაშაქრული ალუბლისთვის.🍒🇺🇸აშშ-ში FDA-მ კი 2025 წელს მიიღო გადაწყვეტილება მისი გამოყენების აკრძალვის შესახებ ეტაპობრივად 2027 წლიდან. 🌶️მწარმოებლებს 2027 წლამდე პროდუქციის რეფორმულაცია მოუწევთ და უპირატესობა ბუნებრივი საღებავების ალტერნატივებს უნდა მიანიჭონ, როგორიცაა ბეტალაინები (ჭარხლის ექსტრაქტი), პაპრიკის ოლეორეზინი, ანთოციანინები, კარმინი და ლიკოპენი. 👩‍🍳სურსათის ტექნოლოგიის თვალსაზრისით - Red No. 3-ის ჩანაცვლება მხოლოდ ერთი ინგრედიენტის შეცვლას არ გულისხმობს. ეს მოითხოვს შემდეგი ფაქტორების დეტალურ შეფასებას: ➡️ფერის სტაბილურობა პროდუქტის მთელი ვარგისიანობის ვადის განმავლობაში; ➡️სენსორული მიღებადობა და მომხმარებლის მოლოდინები; ➡️ტექნოლოგიურ პროცესებთან თავსებადობა; ➡️სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის რეგულაციებთან შესაბამისობა; ➡️ხარჯებზე გავლენა და ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის საიმედოობა 🖍️საკვების შეფერილობის მომავალი აღარ არის მხოლოდ ვიზუალური მიმზიდველობის საკითხი — ის გულისხმობს სტაბილურობის, უსაფრთხოების, ფუნქციონალურობისა და მომხმარებლის ნდობის უზრუნველყოფას მეცნიერულ ინოვაციებზე დაყრდნობით. #სურსათის_ტექნოლოგია #ფერის_ფსიქოლოგია #FDA #საკვები_დანამატები #ბუნებრივი_საღებავები #სურსათის_უვნებლობა

Post content