Post by Mariam Kantaria, PMP®, PMI-ACP®, CBBF, PSPO I
⚡️I help energy and infrastructure organisations deliver safer, more sustainable projects through strategic maintenance, project leadership, and innovation.
❗️ვისაც გსურთ პროექტების მართვაში კარიერული განვითარების ან PMI სერთიფიცირების მოპოვების გზაზე ენთუზიაზმით აღსავსე გამოცდილი პროფესიონალისაგან მენტორობას იღებდეთ, თანაც სრულიად უფასოდ, ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი! 📌გასულ წელს PMI საქართველოს განათლების მიმართულებასთან ერთად ერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ: PM მენტორობის პროექტი, რომელიც მოხალისე მენტორებსა და early career პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებდა. 🤝 📌მენტორობის პროგრამის წლევანდელი ნაკადისათვის მზადება უკვე დავიწყეთ და ეტაპობრივად ყველაფერს გაგიზიარებთ! 📃პროექტში მონაწილე მენტორები ფლობდნენ PMP და სხვა PMI სერთიფიცირებებს, შესაბამისად, მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასაც; 📝მენტორობის პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს შეეძლოთ დახმარება მიეღოთ როგორც სერთიფიცირებასთან, ასევე კარიერულ განვითარებასა თუ კონკრეტულ სამუშაო ქეისისთან დაკავშირებით. ბენეფიციარები მენტორობის მიზანს თავად განსაზღვრავდნენ. 🔖ჩვენმა გუნდმა მენტორებისა და ბენეფიციარების ინდუსტრია, გამოცდილება და ინტერესები სათითაოდ შეისწავლა და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დააწყვილა ისინი. 📍შედეგად მივიღეთ მიღწეული მიზნები, დაგროვილი გამოცდილებები და PMP სერთიფიცირებულიც კი! განსაკუთრებული მადლობა Nino Darakhvelidze და Nestan Vepkhvadze! საუკეთესო გუნდის წევრები ხართ და ეს პროექტი თქვენი პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის წყალობით განხორციელდა! სიახლეებით სულ მალე დაგიბრუნდებით, მანამდე კი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს!