Post by Mariam Jaiani

Head of Audit and Control Department- finhub Georgia

ჩემო ქონექთებო, განსაკუთრებით Hr მენეჯერებო და ლიდერებო თქვენს ყურადღებას ვითხოვ ❤️ დღევანდელი პოსტი მინდა მივუძღვნა განსაკუთრებულ პროფესიონალ ფსიქოლოგს , ტრენერს, დინამიური ტრანსფორმაციების ავტორს Saba Chikhladze -ს. ვინც არ იცით ვმუშაობ საერთაშორისო ჰოლდინგში, რომელიც საქართველოში რამდენიმე კომპანიითოპერირებს. ჩვენი გუნდის განვითარებისა და ტრანსფორმაციის გზაზე კი საბა ის ადამიანია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს. ბოლო რამდენიმე თვესი მის მიერ სამსახურში ჩატარებულ რამდენიმე ტრენინგს, ვორქშოფსა და თიმბილდინგს დავესწარი. თითოეული შეხვედრა გამოირჩეოდა არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ იმ განსაკუთრებული უნარითაც, რომელიც ადამიანებს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. ჩემი კარიერის განმავლობაში რომელიც 2018 წელს პირველი სამსახურით დაიწყო და მაშინ 18 წლის ვიყავი, არაერთი ცნობილი ტრენერისა და სპიკერის გამოსვლას დავსწრებივარ,თუმცა იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ასე ზუსტად შეუძლია ადამიანების საჭიროებების დანახვა, საკვანძო საკითხებზე ყირადღების გამახვილება და ისეთი დასკვნების გაკეთება, რომლებიც რეალურ ცვლილებებს იწვევს და მუდმივად გაფიქრებს. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ენერგია და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ნამდვილად გამორჩეულია. სწორედ ამიტომ, უდიდესი რეკომენდაციით ვურჩევ ყველა კომპანიის HR მენეჯერსა და ლიდერს თუ თქვენი გუნდის განვითარება, ტრანსფორმაცია და თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია თქვენთვის, აუცილებლად ითანამშრომლეთ ამ ადამიანთან. 🙏 დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვები გადაჭარბებული არ არის. პირიქით, შესაძლოა სრულად ვერც კი გადმოვცემ იმ გავლენას, რომელსაც მისი მუშაობა ახდენს ადამიანებსა და გუნდებზე. ჩემთვის საბა 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული აღმოჩენაა. მადლობა იმ ცოდნისთვის, ენერგიისთვის და მოტივაციისთვის, რომელსაც ასე გულიხვად გვიზიარებ. გისურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ მწვერვალებსა და მრავალ ადამიანს, რომელთა ცხოვრებასა და კარიერაზეც აუცილებლად დატოვებ შენს პოზიტიურ კვალს. წარმატებები, საბა! 👏 დაიმატეთ ეს ადამიანი და თვალი ადევნეთ მის პროფესიულ მიღწევებს და არ გამოგრჩეთ უმნიშვნელოვანესი პოსტები რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ. #Leadership #Training #TeamBuilding #PersonalDevelopment #ProfessionalGrowth #HR #LearningAndDevelopment #Transformation #SuccessStories