Post by Mariam Beradze
10.4K+| Head of Human Resources Department | Headhunter | Freelance Recruiter |
#ვაკანსია #თბილისი #მშენებლობა #შესყიდვები #Supplychain კომპანიაში, რომელიც ოპერირებს სამშენებლო მიმართულებით, გვაქვს ღია ვაკანსია Procurement and Supply Chain Manager-ის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს ადგილობრივი შესყიდვებს, მიწოდების ჯაჭვის პროცესებს და უზრუნველყოფს ოპერაციების ეფექტურ მართვას. 📍 სამუშაო ადგილი: თბილისი 🕘 გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე 💰 ანაზღაურება: 3700 ლარი(NET) ძირითადი მოვალეობები: • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა • შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია • პროდუქციის მიწოდების კონტროლი და ვადების მონიტორინგი • საწყობის ნაშთების კონტროლი და მარაგების ეფექტური მართვა • ელფოსტისა და ყოველდღიური საოპერაციო კომუნიკაციის მართვა • შეკვეთებისა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება • ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკებების წარმოება • პროდუქციის უწყვეტი მარაგების უზრუნველყოფა • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა • ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია • ბაზრისა და მომწოდებლების კვლევა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • გამოცდილება Procurement / Supply Chain მიმართულებით- სამშენებლო სფეროში • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები • დეტალებზე ორიენტირებულობა • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა • Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა • მოლაპარაკებების წარმოების უნარი • სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი დაინტერესების ან რეკომენდაციის შემთხვევაში, დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან/და რეზიუმე დამიტოვეთ აღნიშნულ მისამართზე [email protected] , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ''Procurement and Supply Chain Manager''. გისურვებთ წარმატებას