Post by Mariam Bendeliani
Founder & Solo Developer @ HerSpace | Building an AI-Powered Emotional Wellness App for Women | Python • Django • React Native
მოკლედ, HerSpace -ის ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა 💜 და ერთი რამ ძალიან კარგად გავიაზრე ფიდბექი დეველოპერისთვის ყველაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა მარტო მუშაობ პროექტზე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დრო დამითმო და აპი დამიტესტა 🙏🫂 განსაკუთრებით მინდა გამოვყო: 👉 Nikoloz Kuridze senior software engineer და თავისი საქმის ძლიერი სპეციალისტი. პირველი იყო, ვისაც test flight-ის ინვაითი გავუგზავნე ძალიან სწრაფად აღმოაჩინა ტექნიკური დეტალები და მომცა სიღრმისეული ფიდბექი. გამოცდილი ადამიანის ხედვა, რომელიც უკვე სხვანაირად უყურებს პროდუქტს, ჩემთვის საოცრად მნიშვნელოვანი იყო💜 👉 Lela Gabelaia Quality Academy • ხარისხის აკადემია რომ თავისი ყოჩაღი სტუდენტები გამოყო ჩემი აპლიკაციის დასატესტად, ჩაატარეს პროფესიონალური ტესტირება და დეტალურად გადმომიგზავნეს აღმოჩენილი ბაგები და დიდი მადლობა მათ💜 მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ პროცესში ჩაერთო ✨ ყველას ფიდბექი განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგან სხვადასხვა ადამიანები და სხვადასხვა მიმართულებებიდან უყურებდნენ პროდუქტს და თითოეულის ხედვა თავისებურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ძალიან მინდოდა ყველას მონიშვნა, მაგრამ LinkedIn ამას სპამად აღიქვამს და სამწუხაროდ ვერ შევძელი 🥺 მაგრამ ერთი რამ გავიგე ამ პროცესში კეთილი და მხარდამჭერი ადამიანები ნამდვილად არსებობენ 💜🥹💫