Post by Lika Nozadze' MBA' SPHRi™' TA Practitioner

C-suite Management Consultant _ People & Culture I FLOW, Leadership & Mental Well-being I Organizational Resilience

#vacancy #campaignmanager #jobpost #hiring #marketingjobs საინტერესო ვაკანსიით მოვედი და გიზიარებთ ✨   ✨ „ჩვენ ვართ საქართველო“ არის წიგნი, რომლის თანაავტორია ეკონომისტი, ფინანსისტი და მენეჯერი Nikoloz Shurgaia. 📚 წიგნის მარკეტინგული კამპანიისთვის ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ავტორებს დაეხმარება კამპანიის წარმართვაში. 🪂 თუ შენ ხარ ადამიანი, ვისაც უყვარს მარკეტინგი, გაყიდვები, ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიურ გარემოში მუშაობა და წესრიგის შექმნა, შეგიძლია და გინდა წვლილი შეიტანო მნიშვნელოვან საქმეში, მაშინ საჭირო პოსტს კითხულობ. 🎬 რა გვჭირდება: • დეტალებზე ორიენტირებულობა: მაღალი პასუხისმგებლობა და აკურატულობა მონაცემებთან მუშაობისას. • სოციალური მედიის ეფექტური მართვა: სხვადასხვა სოციალური მედია გვერდების შექმნა და მართვა. ასევე, ცალკეული პოსტების სასურველ კატეგორიის მომხმარებლებზე თარგეტირება. • პოსტების და განცხადებების მომზადება: სარეკლამო და საკომუნიკაციო პოსტების ეფექტური მომზადება და დიზაინი როგორც სოციალური მედიისთვის, ისე ბეჭდური სახით და მათი გაგზავნა-განთავსება სოციალურ მედიაში და ფიზიკურ სივრცეში. • კვლევის უნარ-ჩვევები: ინტერნეტში ინფორმაციის სწრაფად და ფილტრით მოძიების უნარი და რეალური გარემოში კამპანიისთვის საჭირო სივრცეების მოძიებისა და დაკონტრაქტების უნარი. • კომუნიკაბელურობა: გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი გუნდთან და გარე პირებთან. • ენების ცოდნა: კარგი წერილობითი და სიტყვიერი კომუნიკაცია ქართულად. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია. ⬆️ იდეალურ კანდიდატს სასურველია, რომ ჰქონდეს: • მარკეტინგის, კომუნიკაციის ან საზოგადოებრივი კამპანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება • შეხვედრების დაგეგმვის და ორგანიზების გამოცდილება, ივენთ-მენეჯმენტის გამოცდილება • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება • ადამიანებთან მუშაობის, ქსელის შექმნის გამოცდილება • გეოგრაფიული მობილობა — რეგიონალური ტური მოითხოვს მივლინებებს 🎯 რას გთავაზობთ ჩვენ: • საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეს • საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას • მეგობრულ და მიზანდასახულ გუნდს 💰 ანაზღაურება სრულიად კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული და ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. 🤗 დაინტერესებულ კანდიდატებმა შეგიძლიათ მომწეროთ DM-ში ან გამოაგზავნოთ CV მეილზე: [email protected] 30 ივნისის ჩათვლით. წიგნის ლინკსაც ვურთავ პოსტს: https://lnkd.in/eaGjwGWe P.S. ნიკასთან ერთად მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა და წინასწარ გილოცავთ, ვინც ამ პოზიციაზე შემოუერთდებით გუნდს 💫 #ვაკანსია #კამპანიისმენეჯერი #საზოგადოებრივისაქმე

Post content