Post by Levan Kharaidze

Learning & Development | Soft Skills Trainer | Communication, Leadership, Feedback & Team Development

„მეტაფორას“ შესახებ Kety Zhvania-Tysonისგან გავიგე. ეს სივრცე მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს, როგორც ადგილი, სადაც სწავლა, დიალოგი, ექსპერიმენტი და ახალი იდეების გამოცდა ერთმანეთთან ბუნებრივად ერთიანდება. მე აქ პირველად „თამაშის არქიტექტორის“ კურსის ფარგლებში მოვხვდი, და ამ კურსის შესახებ მინდოდა თქვენთვის გაზიარება თუმცა მალევე მივხვდი, რომ პირველ რიგში თავად ეს სივრცე იმსახურებს ცალკე პოსტს. სასწავლო გარემოს ხშირად მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით ვაფასებთ. არის თუ არა საკმარისი ადგილი, განათება და საჭირო აღჭურვილობა. სინამდვილეში, გარემო გავლენას ახდენს იმაზეც, როგორ ვუსმენთ ერთმანეთს, რამდენად თავისუფლად ვაზროვნებთ და რამდენად მზად ვართ ახალი იდეების გამოსაცდელად. „მეტაფორაში“ იგრძნობა, რომ სივრცე გააზრებულად არის შექმნილი დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ექსპერიმენტისთვის. აქ სწავლა მხოლოდ ინფორმაციის მიღების ნაცვლად, პროცესია, სადაც შეგიძლია დასვა კითხვები, შეცდე, გადაამოწმო და თავიდან სცადო. ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა საქართველოში ჩნდება ასეთი მრავალფეროვანი ადგილები, სადაც სწავლის პროცესი არა მხოლოდ პროგრამითაა ფასილიტირებული, არამედ ამაში ფიზიკური გარემოც მონაწილეობს. მეტაფორას Facebook გვერდი - https://shorturl.at/1WJQM #მეტაფორა #საგანმანათლებლოსივრცე #არაფორმალურიგანათლება #LearningDesign #Facilitation #LearningAndDevelopment