Post by Levan Akhvlediani

Serial Entrepreneur | Managing Partner | Bussiness Advisor

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისთვის, რადგან სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს მიღების 74 მსურველი ორგანიზაციიდან, მრავალრიცხოვან ჟიურის წევრებთან ერთად გამოვავლინეთ გამარჯვებულები. აღნიშნული ჯილდოს მიღება ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა და რაც ყველაზე მთავარია - საუკეთესო მაგალითია კომპანიების შიგნით კორპორაციული პასუხისმგებლობის და ასევე მაღალ ეთიკური კულტურის დაბადების და ზრდის თვალსაზრისით. ეხლა კი გამარჯვებული კომპანიები : კატეგორია - სიღარიბის აღმოფხვრა პროექტი - უდბნო გამარჯვებული - Adjara Group კატეგორია - მდგრადი მოხმარება პროექტი - მწვანე დაფინანსება გამარჯვებული - Crystal • კრისტალი კატეგორია - პარტნიორობა პროექტი - პირბადეების წარმოება მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამარჯვებული HG კატეგორია - ხარისხიანი განათლება პროექტი - საშინაო სკოლა გამარჯვებული - Silknet - სილქნეტი კატეგორია - ინოვაციები პროექტი - ციფრული ტრანსფორმაცია გამარჯვებული - ALDAGI კატეგორია - ღირსეული სამუშაო პროექტი - თანამშრომელთა განვითარების პროგრამა გამარჯვებული - EFES Georgia SDG Pioneer - Valeri Chekheria 🤘  მადლობა ყველა ჩართულ ორგანიზაციას და ჟიურის წევრს !!! მადლობა შვედეთის მთავრობას, და რაც ყველაზე მთავარია მადლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და მათ ლიდერს - Salome Zurabishvili !!!

Post content