Post by Law Service Group CG
292 followers
თანამედროვე სამყაროში მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქმიანობის განსახორციელებლად მიმართავენ კორპორატიულ იურიდიულ აუთსორსინგს. აუთსორსინგი განიმარტება, როგორც გარე რესურსების სტრატეგიული გამოყენება. ბიზნეს საქმიანობის საკანომდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. კომპანიის იურისტები გადატვირთული სამუშაო მოცულობის გამო საჭიროებენ კვალიფიციურ ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი იმ სპეციფიკურ სფეროებში, რომელიც შესაძლოა არც იყოს კომპანიის პირდაპირი მიმართულება. იურიდიული აუთსორსინგის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ტენდენცია, რომლის შედეგადაც ხდება საოპერაციო ხარჯების გონივრული დაზოგვა, ბიზნესის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობა. აუთსორსინგის დახმარებით კომპანიის იურიდიული სამსახური შეძლებს კონცენტრირებული იყოს თავის ძირითად სამუშაო მიმართულებაზე, “Law servise group – CG”-ის იურისტთა გუნდი კი იზრუნებს ყველა სამართლებრივი საკითხის მოგვარებაზე. იურიდიული საქმიანობის ჩვენს გუნდზე დელეგირებით, მიიღებთ არა მხოლოდ ერთი ადვოკატის, არამედ პროფესიონლთა გუნდის მომსახურებას, ეს დამატებით შესაძლებლობას მოგცემთ დაზოგოთ დრო და დანახარჯები. თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ბიზნეს საქმიანობა სამართლებრივი რისკებისგან, დაგვიკავშირედით!