Post by Keti Papiashvili

HR Partner | 12+ years’ experience in Tech Companies | Project Management | Remote & Global Teams

Fortune Jack, როგორც ძლიერი ბრენდი, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება, გრძნობს პასუხისმგებლობას იზრუნოს საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე, გარემოს გაუმჯობესებაზე და ცდილობს პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 2020 წლიდან, FJ ცდილობს განახორციელოს ისეთი აქტივობები რომლებიც ხელს უწყობს ზემოთ აღნიშნულ სამ მიმართულებას: საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე ზრუნვას, გარემოს დაცვას და ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას სწორედ ამ კონცეფციის მატარებელია 2021-ის სა-8 მარტო საჩუქრებიც, ჩვენი ოფისის ქალბატონებისთვის. ამჯერად, ვითანამშრომლეთ პოტერიასთან. სოციალური სახელოსნო ასაქმებს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს კერამიკის წარმოებაში, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფის პროფესიულ გადამზადება - დასაქმებასთან ერთად, მოიცავს ასევე ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. პოტერიას მისიაა - კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებით სახელოსნოში დასაქმების მეშვეობით. ქალბატონებო, ყველა კეთილს სურვილთან ერთად, მუდამ გახსოვდეთ, რომ, ეკონომიკურად ძლიერი ქალები ქმნიან ჯანსაღ და წარმატებულ მომავალს! Potteria - პოტერია ESTIA - handmade arts • ესტია - ხელნაკეთი ნივთები

Post contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost content