Post by IIA Georgia

581 followers

✨ მნიშვნელოვანი დღე შიდა აუდიტორებისათვის - შედგა IIA საქართველოს წევრთა პირველი ოფიციალური შეკრება. 🤝 2 ივნისს, თბილისში, პირველად შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც შიდა აუდიტის პროფესიისადმი ერთგულება და საერთო ფასეულობები გვაერთიანებს. ეს ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. 🎯 ინსტიტუტი დღეს უკვე 78 წევრს აერთიანებს და განსაკუთრებით გვიხარია, რომ თქვენი დიდი ნაწილი შეხვედრას პირადად დაესწრო. სწორედ ასეთი ერთიანობით იქმნება ძლიერი პროფესიული ერთობა. 💡 შეხვედრის მთავარი სათქმელი ერთ ფრაზაში გამოიხატა: „საერთო ფასეულობებით, საერთო მომავლისკენ". 💬ერთად გავიზიარეთ IIA საქართველოს ხედვა, ვისაუბრეთ გლობალური აღიარებისკენ მიმავალ გზაზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული წევრის მოხალისეობრივი ჩართულობა ამ პროცესში. 🚀 მმართველი საბჭოს წევრებმა წარადგინეს ინსტიტუტის განვითარების უახლოესი მიზნები და გრძელვადიანი გეგმები - სერტიფიცირებიდან და ტრენინგებიდან დაწყებული, თემატური ჯგუფებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით დასრულებული. ყველაფერი იმისთვის, რომ შიდა აუდიტის პროფესია საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს. 🌍 მადლობა გვინდა გადავუხადოთ The Institute of Internal Auditors (შიდა აუდიტორთა საერთაშორისო ინსტიტუტს) შეხვედრაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი გვერდში დგომა ჩვენი გლობალური ოჯახის ნაწილად ყოფნის საუკეთესო დასტურია. პერსონალურად კი  @Dana Shifflet და Tolga Usluer, რომელთა უდიდესმა მხარდაჭერამ ჩვენი ჩამოყალიბების პერიოდში ფასდაუდებელი როლი ითამაშა. თქვენი ნდობისა და თანადგომის გარეშე ეს გზა ბევრად რთული იქნებოდა. 🤍 დიდი მადლობას ვუხდით IIA საქართველოს წევრს, Salome Intskirveli, რომელმაც, როგორც მოხალისემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღონისძიების ორგანიზებაში. 💎 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ოქროს სპონსორს, კომპანია „IO კონსალტინგს“ IO Consulting, რომლის მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა ამ შეკრების ორგანიზება და ჩვენი წევრების ერთ სივრცეში გაერთიანება. სწორედ საერთო საქმისთვის ასეთი უანგარო ჩართულობა ქმნის ჩვენი ინსტიტუტის ძალას. 👏 მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა - თქვენი თანადგომა და ნდობა ჩვენთვის უმთავრესია. 👉 და გვახსოვდეს: 2 ივნისს არაფერი დასრულებულა - სწორედ აქ იწყება IIA საქართველო. წინ საინტერესო გზა გვაქვს, რომელსაც ერთად გავივლით. #IIAსაქართველო #IIAGeorgia #InternalAudit #შიდააუდიტი #CorporateGovernance #ProfessionalDevelopment #Networking #IIA

Post contentPost contentPost contentPost contentPost content