Post by Healthcare Organization of Georgia

42 followers

#ინსულტი ➡️ ინსულტი ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელზეც ხშირად გსმენიათ. ➖რას არის ინსულტი და რა იწვევს მას? როგორ მოვახდინოთ მისი დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა? 📢 ინსულტის დროს თავის ტვინის სისხლით მომარაგება ირღვევა. არსებობს ინსულტის ორი სახე: ◼️იშემიური; ◼️ჰემორაგიული. ინსულტის ნიშნები და სიმპტომებია: 🔘 საუბრის პრობლემები; 🔘 სახის, ხელის, ან ფეხის დამბლა ან დაბუჟება; 🔘 მხედველობის პრობლემები; 🔘 მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება, თავბრუსხვევა ან ცნობიერების შეცვლა; 🔘 გადაადგილების პრობლემა, წონასწორობის დაკარგვა. დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენოთ სწრაფი ტესტი: ◼️სახე(Face): შეუძლია ადამიანს გაღიმება? ხომ არ არის სახე მიქცეული რომელიმე მხარეს? ◼️ მკლავები(Arms): შეუძლია პიროვნებას აწიოს ორივე მკლავი და შეინარჩუნოს ამ პოზიციაში? ◼️მეტყველება(Speech): შეუძლია ადამიანს იმეტყველოს ნათლად და გასაგებად? ◼️დრო(Time): თუკი შენიშნავთ ამ ნიშნებიდან ერთერთს მაინც დარეკეთ ცხელ ხაზზე. რისკ ფაქტორები: 🔘 ჭარბი წონა ან სიმსუქნე; 🔘 ფიზიკური უმოქმედობა; 🔘 ალკოჰოლური სასმელი; 🔘 ნარკოტიკების გამოყენება, როგორიცაა კოკაინი და მეტამფეტამინი; 🔘 თამბაქო; 🔘 სისხლის მაღალი წნევა; 🔘 ქოლესტერინის მაღალი დონე; 🔘 დიაბეტი; 🔘 ძილის ობსტრუქციული აპნოე. გისურვებთ ჯანმრთელობას! #ინსულტი #დიაგნოსტიკა #რისკ-ფაქტორები #ჯანმრთელობა

Post content