Post by Georgian National Association of Real Estate
1,353 followers
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია CEPI-ის წევრია ✍🏻📃გაცნობებთ, რომ ჩვენი ასოციაცია გახდა CEPI-ის (ევროპული უძრავი ქონების პროფესიების ასოციაციის) გუნდის წევრი. 🙏🏻😊გვსურს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წევრებს: ზურა ერისთავს(Rentals) Ali Attar (Realtyna) Gijs De Jaeger(JVC group) რას ნიშნავს იყო CEP-ის წევრი?! 👩🏻💼👨🏽💼ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპის უძრავი ქონების ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრებას. შესანიშნავი შესაძლებლობაა ასოციაციაციის წევრებისთვის და პარტნიორებისთვის გაეცნონ ევროპულ სტანდარტებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რითიც შეძლებენ საქართველოს უძრავი ქონების სფეროს გაუმჯობესებას და დახვეწას. ახალი კავშირები ჩვენი წევრებისთვის-ბიზნეს შესაძლებლობების წყაროა. 📑📂ასოციაციის წევრები დაინტერესებულები არიან კანონმდებლობით და რეგულარული პრაქტიკით. ჩვენი მიზანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იყოს მეტი კვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც იხემძღვანელებს ეთიკის კოდექსით და მუდმივად იმუშავებს ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია შეიქმნას განათლების სისტემა ბროკერებისა და აგენტებისთვის და ამით გაიზარდოს პროფესიონალ რეალტორთა®️ რიცხვი საქართველოში. 👩🏼💻👨🏻💻MLS სისტემის შექმნა და კანონმდებლობის განხილვის დაწყება მთავრობასთან. 👩🏼🏫🧑🏫CEPI-ს შეუძლია გაგვიზიაროს: რჩევები, გამოცდილება და მოგვცეს რეკომენდაციები, რაც დაეხმარება ჩვენს ასოციაციას გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში. მათი გამოცდილება, ჩვენი წევრებისთვის კარგი გზამკვლევი იქნება. პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების სფერო საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. პრობლემების მოუხედავად ხალხი აგრძელებდა ფულის დაბანდებას უძრავ ქონებაში. შემცირდა საერთაშორისო ინვესტიციები, რაც განპირობებული იყო საზღვრების დაკეტვით და Covid 19-თან არსებული რეგულაციებით, ეს ფაქტორები დისკომფორტს უქმინდა როგორც პროფესიონალებს, ასევე ინვესტორებს. 💻📸მეორეს მხრივ, პანდემიამ გამოიწვია ტექნოლოგიების ზრდა-განვითარება, რაც საგრძნობი იყო უძრავი ქონების სფეროში. ინოვაციებმა ონლაინ-რეჟიმში მომსახურეობაში და ვირტუალურმა ტურებმა შეცვალა ბინების ყიდვა-გაქირავების და უძრავი ქონების მართვის ხერხები. ეს ასპექტები კვლავ აგრძელებს მოქმედებას უძრავი ქონების ინდუსტრიის ჩამოყალიბებაზე. ვიდრე პროფესიონალები მზად არიან ადაპტაციისთვის, ეს პროცესი იქნება შესაძლებლობებით სავსე დადებითი ცვლილება. Zurab Eristavi Realtyna European Association of Real Estate Professions (CEPI aisbl)