Post by George Khelashvili

Educational Content Creator | Photographer | Videographer

ვენაზე ყოველთვის განსაკუთრებული მოგონებები გვქონდა, რადგან ეს არის ის ქალაქი, სადაც დაბრუნება ყოველთვის გაგვიხარდება. ზაფხულში შეძენილი ბილეთები ჯერ აგვისტოში გაგვიუქმდა, შემდეგ ოქტომბერში და ბოლოს გაგვიმართლა, ნოემბერში შესრულდა ფრენა. ზოოპარკი… ელენემ რაც ჩვენთან ერთად დაიწყო მოგზაურობა, მას შემდეგ ვცდილობთ ისეთი აქტივობები დავგეგმოთ, რაც უშუალოდ ბავშვზე იქნება მორგებული და პრინციპში, უფროსებიც სიამოვნებით გავატარებდით დროს. ვენის ზოოპარკი სწორედ ასეთი "must see" ადგილია. ფასებს რაც შეეხება, ზრდასრული 22 ევრო ღირს, 6 წლამდე ბავშვი უფასოა, ხოლო 6+ ბავშვი 11 ევრო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი… ვენაში რასაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდით, ალბათ საათივით აწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც სიმართლე რომ ითქვას, არც ისე იაფი ღირს. დეტალები იხილეთ ვლოგში: https://lnkd.in/eiVH-3sz რა ვნახოთ….?! გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ვენაში მეორედ ვიზიტია და პირველად ყოფნისას უკვე ჩავწერეთ ვლოგიც, თუ რის ნახვას შეძლებთ ვენაში ყოფნისას, მაინც მოკლედ ჩამოვწერთ იმ ადგილების შესახებ, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ვენაში მოხვდებით: 1. ვენის მერიის შენობა 2. ვენის პარლამენტი 3. პრეზიდენტის შენობა 4. ვენის ოპერის თეატრი 5. პრატერი 6. შონბრუნის სასახლე 7. ჰუნდერტვასერის სახლი 8. წმინდა სტეფანის კათედრალი 9. ესპანური საცხენოსნო სკოლა 10. ბელვედერეს სასახლე აქ კი შეგიძლიათ ძველი ვლოგის ხილვა სურვილისამებრ: https://lnkd.in/eJRji8Sc რა მივირთვათ…?! ყველაფერი რა თქმა უნდა, ვლოგშია გადმოცემული თუმცა, მოკლედ ჩამოგითვლით იმ აუცილებლად დასაგემოვნებლებს, რომელიც ვენაში ვიზიტისას უნდა გასინჯოთ. ესენია: 1. ვენური შნიცელი, რომელიც დავაგემოვნეთ Cafe Central-ში. 2. TRZESNIEWSKI სენდვიჩები, საკმაოდ უცხო და საინტერესო გამოცდილება იყო. 3. LEBERKASE სენდვიჩი 4. სოსისები, WURSTELS SAUSAGES, ქალაქში უამრავი ჯიხური დგას, სადაც ამზადებენ უუუგემრიელეს სოსისებს. გულგრილად ვერ ჩაუვლით დაგვიჯერეთ. 5. Knödel: Flavorful Dumpling - ტკბილი და კლასიკური კნოდელები ანუ პელმენები, რომელიც ჩვენი ფავორიტია და გირჩევთ "Knoedel Manufaktur, Josefstaedter Strasse 89", აქ დააგემოვნოთ! 6. საჩერ ტორტი / Sacher Torte 7. ანას ტორტი 8. ვენური მელანჟი, რომელიც კაპუჩინოს მსგავსია 9. EINSPANNER ყავა, ე.წ მძღოლების საყვარელი სასმელი, თუ რატომ, ვლოგიდან გაიგებთ 10. TOPFENSTRUDEL ხაჭოს შტრუდელი (ტკბილი ფენოვანი ღვეზელი) და APFELSTRUDEL ვაშლის ღვეზელი, ასევე ფენოვანი ცომით მომზადებული, რომლის საუკეთესო ვერსიას ჩვენი გამოცდილებით კაფე aida-ში დააგემოვნებთ. 11. შემწვარი წაბლი, რომელსაც ქუჩაში სეირნობისას ხშირად გადააწყდებით 12. WEIHNACHTSPUNSCH / პუნში, საახალწლო მარკეტები მის გარეშე წარმოუდგენელია. 13. სწრაფი კვების ობიექტებიდან გამოვარჩევდით Nodooles / ნუდელსი და დონერს, რომელთა მრავალფეროვანი არჩევანია ყოველ ფეხის ნაბიჯზე. და ბოლოს… საოცარი ქალაქია, საოცარი ატმოსფეროთურთ და ეს ის ქალაქია, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდით. პ.ს სიტყვების და ფოტოების რაოდენობა აქ შეზღუდულია, ვრცელი პოსტი ფოტოებითურთ იხილეთ აქ: https://lnkd.in/eKGaa_Di #travelblogger #travelwithus #georgiantravelrs #vienna #austria

Post contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost contentPost content