Post by Georgian Tourism Association (GTA)
781 followers
ქუთაისი და მესტია Earth Hour-ის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ინიციატივით და ქუთაისის მერია-ს ორგანიზებით, ხოლო მესტიაში სვანეთის დანიშნულების ადგილის ორგანიზებით, წელს Earth Hour კამპანიაში ჩაერთნენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთი საათით განათების სიმბოლური გამორთვა იყო მნიშვნელოვანი გზავნილი — გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩვენი საერთო მომავლის მიმართ. ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი მზარდი ტურისტული მიმართულება საქართველოში, აქტიურად ერთვება მდგრადი განვითარების პროცესში. სვანეთი საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. როდესაც ასეთი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონები უერთდება მსოფლიო გარემოსდაცვით მოძრაობას, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მზად არის დანერგოს მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტები. მსგავსი ინიციატივები ქმნის საფუძველს უფრო მწვანე და პასუხისმგებლიანი ტურიზმისთვის საქართველოში. #EarthHour #Kutaisi #Mestia #Sustainability #GreenTourism #Georgia #GTA #environmentalawarene Georgian Tourism Association (GTA) საქართველოს ტურიზმის ასოციაცია www.tourism-association.ge www.standardsintourism.ge https://lnkd.in/dWXi-uaE
Video Content