Post by Georgian Tourism Association (GTA)
861 followers
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“-ს ერთობლივი საგანმანათლებლო კონკურსის – „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ დაჯილდოების ცერემონია ინიციატივამ ქვეყნის მასშტაბით გააერთიანა ახალგაზრდა თაობა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი მაღალი ინტერესი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი რესურსების მიმართ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 90-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლიდან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს ერთდღიანი ტურები სხვადასხვა მიმართულებით – კულტურული, ისტორიული, სათავგადასავლო, ეკო და საგანმანათლებლო. თითოეული ნამუშევარი შეფასდა ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრული 12 კრიტერიუმის მიხედვით, რის შედეგადაც გამოვლინდა 14 გამარჯვებული. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები, ხოლო ყველა მონაწილესა და სკოლას – სერტიფიკატები და საჩუქრები. საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც გამოირჩეოდა სიღრმისეული ხედვით, კრეატიულობითა და ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებით. სწორედ ამ ნიშნით, ასოციაციის სახელით გამარჯვებული დააჯილდოვა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სასტუმროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ხაბელაშვილმა – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიზი კეშელავა პროექტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათი პოტენციალის გამოვლენას, პროფესიული ინტერესების გაღრმავებას და ტურიზმის სფეროში ცნობიერების ამაღლებას. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში, რადგან ისინი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის გაძლიერებას და ახალგაზრდების ჩართულობას ამ სფეროში მადლობა Prof. Dr. Nina Kekelidze და ყველა ჩართულ პროფესიონალს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. #ტურიზმისასოციაცია #DiscoverGeorgia #SEU #ახალგაზრდები #ტურიზმი #საქართველო Georgian Tourism Association (GTA) www.tourism-association.ge