Post by Entrepreneur Georgia
68,021 followers
ნიკა ონიანმა საქართველოს სახელით მსოფლიოში უდიდეს ონლაინ ჰაკათონზე პირველი ადგილი და გრანდ ჩემპიონობა მოიპოვა! Colosseum Solana-ს ჰაკათონია, რომელიც არათუ Solana-ს ეკოსისტემაში, არამედ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ შეჯიბრია. წელს ის რეკორდული ციფრებით გამოირჩეოდა: 19,000-მდე რეგისტრაცია და 2,857 წარდგენილი პროექტი. ამ უზარმაზარ კონკურენციაში კი საუკეთესო ქართველი დეველოპერი, Nika Oniani გახდა თავისი პროექტით — CrowdBrain 🔥 რა მოიპოვა ნიკამ და CrowdBrain-მა? 💰 $30,000 — პირველი ადგილისა და გრანდ ჩემპიონობის ფულადი პრიზი. 🚀 $250,000 დაფინანსება კოლიზეუმის პრესტიჟული აქსელერაციის პროგრამისგან. ✈️ 6-კვირიანი მენტორინგი სან-ფრანცისკოში, სადაც Colosseum-ის გუნდი CrowdBrain-ს გლობალურ განვითარებაში პირისპირ დაეხმარება. "განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ნიკა Superteam Georgia-ს Members-Only Club-ის წევრია! ჩვენი კლუბი 30-მდე ყველაზე ნიჭიერ და წარმატებულ Web3-native დეველოპერს აერთიანებს, სადაც მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს მათ მსგავსი მასშტაბის მწვერვალების დაპყრობაში." - Mariam Goishvili, Superteam Georgia-ს დირექტორი.