Post by Entrepreneur Georgia
68,208 followers
ბარბარე მატუა 74 200 ევროს დაფინანსებით ესპანეთში IE University-ში დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის. მან ასევე წარმატებით ჩააბარა შემდეგ უნივერსიტეტებში: 🎓Universidad Europea 🎓University of New York in Prague 🎓Masaryk University 🎓Breda University of Applied Sciences “საზღვარგარეთ სწავლით მინდა ჩემი პროფესიული უნარები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითარო და უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო. ამასთან, დამოუკიდებელი ცხოვრება და ახალი კულტურების გაცნობა ჩემთვის პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია. უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროგრამის თანამედროვეობა, მოქნილობა და ინდუსტრიის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის კულტურულ მრავალფეროვნებას, რადგან როგორც შემოქმედი ადამიანისთვის, ასეთი გარემო მუდმივი ინსპირაციის წყაროა. ჩემი პროფესიული გზა ბუნებრივად ჩამოყალიბდა, რადგან ხატვა ოთხი წლის ასაკიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაზე მეტად ის მაძლევს შთაგონებას, როცა ჩემი ვიზუალური იდეები რეალურ შედეგებად იქცევა. ცხოვრების ახალ ეტაპზე ველოდები გარემოს, რომელიც ჩემს შემოქმედებით განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. IE-სგან კი განსაკუთრებით ველოდები ინოვაციურ მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც დამეხმარება, ჩემი გატაცება საერთაშორისო კარიერად ვაქციო. LEAF ჩემთვის უნივერსიტეტში მიღების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ქაუნსლერს, რომლისგანაც თითოეულ ეტაპზე პროფესიონალურ მხარდაჭერას ვიღებდი და რომლის სახითაც, პირველ რიგში, მეგობარი შევიძინე. მათ კი, ვინც ახლა გეგმავს საზღვარგარეთ სწავლას, ვურჩევდი, ენდონ ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც მათ ამბიციებს ეჭვქვეშ არასდროს დააყენებენ და ამ რთულ გზას სწორი ორიენტირებით გაუკვალავენ.” - ბარბარე მატუა.