Post by Deutsche Wirtschaftsvereinigung - (DWV) - გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
3,260 followers
2021 წლის 10 თებერვალს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიერ Cteam • სითიმი-თან თანამშრომლობით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „KPI-ით მართვა ახალ რეალობაში - მოტივირებული თანამშრომლიდან წარმატებულ კომპანიამდე“. ტრენინგს უძღვებოდა Cteam-ის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ქარდავა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინდიკატორების სისტემის მეშვეობით თანამშრომლების ეფექტიანი მართვის ძირითად პრინციპებსა და კონცეფციებს, ქართული და გერმანული კომპანიების რეალური მაგალითების საფუძველზე ემსჯელათ KPI სისტემის მუშაობის მოდელზე და ქართულ ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებზე. ტრენინგზე მონაწილეებს მიეცა პრაქტიკული დავალება, რომელიც მათ განიხილეს ტრენერთან ერთად და მიიღეს კონკრეტული რჩევები. ტრენინგს ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიებისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენელი კომპანიების თანამშრომლები. ესენია: ავერსი, ბაზალტ ფაიბერს, ბიბლუსი, DG Consult GmbH, დიო, დიპლომატ ჯორჯია, თეგეტა ავტომოტივ იმპორტი, კვირის პალიტრა, მეიჯერელი, NUTSGE, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, სპექტრა გეზის ჯორჯია, უნიმედი, ფულ ჰაუსი. #training #dwv #KPI #seminar #webinar