Post by Dr. Nino Lipartia, Ph.D
Professor at Grigol Robakidze University
⚖️ მოხარული ვარ გავაზიარო, რომ მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციაში — “Health in All Policies – 20 Years Later”, რომელიც გაიმართა 2026 წლის 16–17 აპრილს, ბელგრადში, სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტში, ჰიბრიდულ ფორმატში. მრგვალი მაგიდის — სამედიცინო სამართლის თანამედროვე გამოწვევები — ფარგლებში წარვადგინე პრეზენტაცია თემაზე: „ვაქცინაციის პოლიტიკა და ადამიანის უფლებები: ეროვნული და საერთაშორისო პერსპექტივები“. მოხსენება წარმოდგენილი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ დავესწარი კონფერენციას, ონლაინ ფორმატმა მომცა შესაძლებლობა აქტიურად ჩავრთულიყავი დისკუსიებში და გამეზიარებინა ჩემი კვლევა საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისათვის. ამავე პერიოდში ვიმყოფები ბილბაოში, სადაც მონაწილეობას ვიღებ ევროპის იურიდიული ფაკულტეტების კონფერენციაში. მადლობელი ვარ ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობისთვის. #HealthPolicy #MedicalLaw #HumanRights #VaccinationPolicy #InternationalConference #AcademicExperience