Post by BitCamp 🔥✊
3,912 followers
Tamta Giorgadze-ს წარმატების ისტორია საერთაშორისო ურთიერთობებიდან ბითქემფამდე და ბითქემფიდან Webiz ∙ ვებიზ-მდე🔥 პროფესიის არჩევა ჩემთვის ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან სკოლაშივე არ მქონდა მკვეთრად გამოკვეთილი ინტერესები და თითქმის ყველა საგანს თანაბარი წარმატებით ვუმკლავდებოდი. ამავდროულად, კომპიუტერულ მეცნიერებებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და შესაბამისად, არც განმიხილავს ვარიანტად. მოკლედ, საბოლოოდ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების/იაპონური ენის სკოლაში აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო 4 წელიწადი გავატარე იქ სწავლასა და მე3 კურსიდან უკვე მუშაობაში, ვგრძნობდი ჩემთვის სასურველ გზაზე მაინც არ ვიყავი. უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ ვცდილობდი როგორმე გამომეკვეთა ჩემი ნამდვილი ინტერესების სფერო, თანაც სადაცღაც გული მწყდებოდა იმაზე, რომ თავშიდაურწმუნებლობის გამო თავის დროზე Tech ინდუსტრიის შემეშინდა. ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარი თავის წინაშე ვალდებული ვიყავი მეცადა მაინც. ჰოდა, სწორედ საწყისი წერტილის ძიებაში მივაგენი ბიტქემპს, ისე რომ, მგონი სიტყვა" კოდის" მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი და ჯერ კიდევ აბსოლუტურად არანაირი ცოდნა/სწორი წარმოდგენა არ მქონდა ამ სფეროში. I ეტაპის დაწყებისთანავე, ფაქტობრივად, ჩავთვალე, რომ საყვარელი საქმე ვიპოვე, იმდენად მომწონდა მთელი პროცესი, რომ ის ორი კვირა მგონი სხვა არც არაფერი მიკეთებია. ოთოს "tough love" მიდგომა პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორი იყო და მაიძულებდა გამოსავალი მეძებნა მაშინაც კი, როცა რაიმეზე "ძალიან გავიჭედებოდი". განსაკუთრებულად მახსოვს შემთხვევა, როცა Blinking Rectangles ჩელენჯს მთელი საღამო ვაკეთებდი და ამოუხსნელი რომ დამრჩა კარგა ხანს ვერ დავიძინე, თუმცა მეორე დილით გაღვიძებულმა solution უკვე ვიცოდი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ბითქემპის მომდევნო საფეხურთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ჩავთვალე ნეთვორქინგი, მეტი ინფორმაციის მიღებისთვის და საინტერესო შესაძლებლობებისთვის. სიმართლე გითხრათ, მეორე ეტაპი არც დამისრულებია, რადგან სწორედ ამ ნეთვორქინგის შედეგად აღმოვაჩინე სტაჟირება/კურსი level1, სადაც ჩემივე სურვილით ავირჩიე back-end დეველოპმენტი (აქამდე მიღებული ცოდნა მაძლევდა საშუალებას მეფიქრა, რომ back-end უფრო საინტერესო იყო ჩემთვის), სულ რამოდენიმე თვის შემდეგ კი უკვე ოფიციალურად დავსაქმდი კომპანია Webiz_ში. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც უზომოდ მაინტერებს და მსიამოვნებს, რომელშიც ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და რაიმე ახალი ვისწავლო და ალბათ, ამ საქმეში სხვანაირად არც გამოვიდოდა. რაც მთავარია, ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრად უფრო დიდ გამოწვევებს ველი. ყველა ბითქემფელს კი, რომელიც ახლა გადის ეტაპებს, ვურჩევდი დაბრკოლებებმა და სირთულეებმა არ შეაშინოს და პირიქით, ისე შეხედოს ამ ყველაფერს, როგორც ახალი ცოდნის მიღების საუკეთესო საშუალებას. მე, როგორც პერფექციონისტს, ბითქემპმა და პროგრამირებამ სხვაგავარად მასწავლეს არამხოლოდ კოდთან დაკავიშრებული, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების ხედვა და მიმახვედრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაიწყო და არ გეშინოდეს გზად დაშვებული შეცდომების.