Post by BitCamp 🔥✊

3,912 followers

George Meshveliani-ის წარმატების ისტორია ბითქემფიდან Omedia-მდე🔥 როდესაც საქართველოში დავბრუნდი და კორონა მძვინვარებდა მთელ მსოფლიოში, მივხვდი რომ დრო იყო ისეთი რამ გამეკეთებინა რასაც სახლიდანაც შევძლებდი და ამავდროულად ჩემთვის საინტერესო იქნებოდა და არ იქნებოდა ძალიან შორს ჩემი პირველი პროფესიისგან. თავიდან ჩემით დავიწყე პროგრამირების ფუნდამენტების შესწავლა და მარტივი დონის ამოცანების კეთება, რომ ამეთვისებინა ელემენტარული ფუნდამენტები, ადრეც მქონდა შეხება ელემენტარულ დონეზე და ვიფიქრე აღვიდგენდი ცოდნას. შემდეგ, 1-2 კვირაში ვნახე ოთოს პოსტი, იდეა და გეგმა ბითქემფის შესახებ, და რათქმაუნდა მაშინვე მივხვდი რომ ოთოს წამოწყება ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის იყო შექმნილი, ვენდე ოთოს რადგან ის ძალიან კარგი პიროვნება და თავის საქმის პროფესიონალია და ვიცოდი რომ მისი იდეა წარმატბეული იქნებოდა და ჩემი მხრიდან საჭირო იქნებოდა რომ მემეცადინა და პროგრამას მივყოლოდი. ისე აღმოჩნდა რომ, მე ერთერთი პირველი ბითქემფელი ვარ, როგორც მახსოვს მე5 ვიყავი რომელმაც პირველი ეტაპი დახურა.დამწყებებისთვის და მონდომებული ადამიანებისთვის იდეალური პლატფორმაა, საკმარისი რათქმაუნდა არ არის მაგრამ მოტივაციის მომცემია და აძლევს ადამიანს საშუალებას დაინახოს სიტუაცია და ასევე პერსპექტივები. ოთოს და მისი საგანმანათლებლო პლატფორმის გარდა ოთოს სხვა კოლეგებიც გვეხმარებოდნენ და მენტორობას გვიწევდნენ, რჩევებს გვაძლევდნენ და კარგ რესურსებს გვაწვდიდნენ. ბითქემფის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ვცდილობდი მაქსიმალურად ჩავტეულიყავი დედლაინებში და დღეში 6-8 საათი ვმეცადინეობდი. რათქმაუნდა შემხვდა სირთულეებიც მაგრამ ამოუხსნელი არაფერია, თუ ძალიან მიჭირდა პრობლემის გადაჭრა, ჯგუფში ვნახულობდი და ვარჩევდი სხვის სოლუშენებს და ვცდილობდი კარგად გამეგო, მეც ხშირად ვეხმარბოდი სხვებს რითიც შემეძლო, სხვების დახმარების შემთხვევაში ვცდილობდი ალტერნატიული ან ოპტიმალური იმპლემენტეციაც მომეფიქრებინა ხოლმე. ბოლოს კი არ დანებდეთ. არასდროს დანებდეთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის რომ როდესაც ადამიანი თავის თავზე მუშაობს შედეგი აუცილებლად იქნება პროდუქტიული. შეძლება ბევრჯერ შეგხვდეთ იმედგაცრუება მაგრამ მაინც არ ჩაიქნიოთ ხელი. ინდივიდუალური მუშაობასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყოთ მობილიზებულები და მზად გუნდურობისთვის რადგან ეს საქმე ძირითადად გუნდური ხასიათისაა. ეცადეთ მოხვდეთ ისეთ კომპანიაში სადაც ზრუნავენ თანამშრომლის განვითარებაზე, ჩემი მოკლევადიანი დაკვირვებებით ასეთი კომპანიები არიან გრძელვადიან პერიოდში წარმატებულები. რაც არ უნდა ბევრი ისწავლოთ არ შეიქმნათ იმის ილუზია რომ ყველაზე მაგრები ხართ, რადგან იმისთვის რომ გახდეთ პროფესიონალები საჭიროა გამოცდილების და პრაქტიკის დაგროვება, მე თვითონ არ ვარ ჯერჯერობით პროფესიონალი მაგრამ მაქვს საბედნიეროდ პროფესიონალებთან შეხება და ვხვდები რომ მათი წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა რომ არასდროს კმაყოფილდებიან მიღებული ცონდით და გამოცდილებით, სულ ცდილობენ რომ ახალი ისწავლონ, განვითარდნენ და სხვებსაც გაუზიარონ თავისი გამოცდილება, რითაც კიდევ უფრო ვითარდებიან. ასევე ნუ იფიქრებთ და იდარდებთ თუ თქვენთვის ძალიან საყვარელი სამქე მიატოვეთ და იმხელა დროს ვეღარ უთმობთ როგორც ადრე, სწორი დროის მენეჯმენტით, შეიძლება არც თუ ისე მარტივი, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.

Post content