Post by Alex Gijashvili
Business Operations | Agile, Digital, Transformation | Ex TBC_UZ
5 კითხვა, რომელიც #ტრანსფორმაციის დაწყებამდე უნდა დაისვას 🎯 ნებისმიერი ტიპის #ტრანსფორმაციის პროექტის სტრატეგიები ხშირად შთამბეჭდავად გამოიყურება თუმცა, აღსრულების ეტაპზე ხშირად ჩნდება კითხვები, რას ვცვლით? ვინ არის პასუხისმგებელი? და როგორ გავიგებთ, რომ ცვლილება მუშაობს? თუ ამ კითხვებზე პასუხი სტრატეგიის ეტაპზე არ არსებობს, ისინი მოგვიანებით, პროცესში და ხშირად არათანმიმდევრულად ყალიბდება. რეალური ტრანსფორმაციისთვის კომპანიამ წინასწარ უნდა განსაზღვროს: ❓რატომ ვახორციელებთ ცვლილებას? ტრანსფორმაცია უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ბიზნეს შედეგს მაგალითად, ხარჯების შემცირებას, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ან ახალი შემოსავლის არხების შექმნას. ❓ვისთვის ვქმნით ამ ცვლილებას? თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისთვის თუ მთელი ორგანიზაციისთვის? ❓რას ვცვლით? უნდა იყოს მკაფიო, რომელი პროცესები, სისტემები, გუნდები ან სამუშაო მოდელები შედის ტრანსფორმაციის ფარგლებში. ❓როგორ განვახორციელებთ ცვლილებას? კომპანიას სჭირდება მკაფიო მმართველობის მოდელი, პასუხისმგებლობები და შესრულების ლოგიკა. ❓როგორ გავიგებთ, რომ ტრანსფორმაცია მუშაობს? აქტივობის ნაცვლად უნდა გაიზომოს რეალური გავლენა: სისწრაფე, ხარისხი, ხარჯი, მომხმარებლის გამოცდილება ან ბიზნეს შედეგი. 🚀 ტრანსფორმაცია არის ორგანიზაციის მიზნების, პროცესების, ადამიანებისა და შესრულების მოდელის ერთიანი ცვლილება. Axen Consulting შენ ხარ ცვლილება.