Tbilisi
თუ გსურს იყო ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილი და გამოიმუშავო მაღალი ანაზღაურება, ეს ვაკანსია შენთვისაა!
რას გთავაზობთ ჩვენ:
სრულად დისტანციურ სამუშაოს სრული დატვირთვით;
უნიკალურ ტექნოლოგიებთან წვდომას: შესაძლებლობა იმუშაოთ ისეთ პროგრამასთან, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია;
ახალი კლიენტების მუდმივ ბაზას: თქვენ არ მოგიწევთ კლიენტების ნულიდან მოძიება, ჩვენ უზრუნველვყოფთ პოტენციური კლიენტების (ლიდების) მუდმივ ნაკადს;
პერსონალურ პრომოუშენს და მარკეტინგულ მხარდაჭერას: პროფესიონალური გადაღება, ვიდეო მონტაჟი და სარეკლამო ბიუჯეტი თქვენი პერსონალური ბრენდისთვის. ეს ზრდის სანდოობას პოტენციური მომხმარებლის თვალში და ამაღლებს თქვენს, როგორც აგენტის ავტორიტეტს;
პროფესიულ განვითარებას: თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იყოთ არა მხოლოდ აგენტი, არამედ გქონდეთ მუდმივი შეხება უახლესი დონის ტექნოლოგიებთან და გაიღრმაოთ ცოდნა ამ მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ბაზაში არსებულ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
უძრავი ქონების პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
კლიენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და გარიგებების წარმატებით დახურვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად);