Tbilisi
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მართვის ოფიცრის პოზიციაზე.
ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს.
ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციებისსადებიუტო ემისია.
კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისპრინციპებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: www.nutrimax.ge
პოზიციის მიზანი
პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის კორპორაციული მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისობის(Compliance) და რისკების მართვის პროცესების კოორდინაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
თუ თქვენ ხართ მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე, სტრატეგიულად მოაზროვნე, ორგანიზებული და დამოუკიდებელი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური პროცესების ეფექტიანად მართვა დასხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა, გიწვევთ შემოუერთდეთ ნუტრიმაქსის გუნდს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 61
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი | 09:30 – 17:30
ანაზღაურება: 2500-3500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე, რეზიუმეს მიღებიდან 3 წლის ვადით, საქართველოს მოქმედიკანონმდებლობის შესაბამისად.