Tbilisi
VACANCIES: კონკურსი იაშის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის სტაჟირების პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად თსუ-ის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის
Category
Period of receipt of tender documents: 09/11/2020 - 24/11/2020
ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტაჟირების პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი).
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და რუმინეთში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურული კვლევები, ეკონომიკა და ბიზნესი.
მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 2 თვე
Კონკურსზე Დაშვების Წინაპირობაა Ქვემოთ Ჩამოთვლილთაგან Ერთ-ერთი
ა) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი და 2020 წლის 5 ოქტომბრი ) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური).
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 24 ნოემბრის 14 საათამდე!
!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება
სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე [email protected];