Tbilisi
Project Assistant @MARTIVI CONSULTING
MARTIVI CONSULTING არის მარკეტინგული, გაყიდვების და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც ასევე აქვს საკუთარი ციფრული რეკლამის სააგენტო, MARTIVI DIGITAL. ჩვენი საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. ბიზნეს კონსალტინგი: მარკეტინგული სტრატეგია და მარკეტინგული კონსალტინგი, გაყიდვების კონსალტინგი და ბიზნესის განვითარება. პრაქტიკაში, როდესაც კომპანიას არ ჰყავს საკუთარი მარკეტინგის გუნდი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვასრულებთ მათი მარკეტინგის გუნდის ფუნქციებს.
2. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია (CAIB): ჩვენი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „კომპანიის ტვინი“, რომელიც კლიენტის ბიზნესის ნებისმიერ დეპარტამენტში ინტეგრირდება და AI ავტომატიზაციისა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების დახმარებით ზრდის გუნდებისა და პროცესების ეფექტურობას, მოგებას და ამცირებს ხარჯებს.
3. MARTIVI DIGITAL (ციფრული სარეკლამო სააგენტო): რეკლამის სრული ციკლით შექმნა და განთავსება, კონტენტის წარმოება, ვებსაიტების შემუშავება და ვიდეო პროდაქშენი.
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული გუნდი. თქვენ უშუალოდ იმუშავებთ ჩვენს წამყვან კონსულტანტთან და გამოცდილ გუნდთან ერთად და სწრაფად განვითარდებით პროფესიულად.
პოზიციის შესახებ
Project Assistant-ი ეხმარება საკონსულტაციო გუნდს სამივე მიმართულებით. თქვენ ასევე ხართ პირველი საკონტაქტო პირი მარკეტინგული კოორდინაციისთვის და ტექნიკურად ხართ ჩართული პროექტების მართვაში, მათ შორის, როგორც მთავარი ორგანიზატორი ClickUp-ში. თქვენ ეხმარებით Project Manager-ს და წამყვან კონსულტანტს ყველა ფუნქციაში და იღებთ პასუხისმგებლობას იმ ოპერაციულ და მექანიკურ სამუშაოზე, რომელიც არ მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას, რათა გუნდმა შეძლოს ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომლებიც ამას საჭიროებს.
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პირობები
განაცხადის გამოგზავნა
გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე წერილი თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].