AI ათვისების გუნდის ლიდი - მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი
ვინ ვართ ჩვენ - საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში ჩვენი მისიაა, დავნერგოთ AI გადაწყვეტები, რომლებიც აუმჯობესებენ სამომხმარებლო გამოცდილებას და ზრდიან ბანკის ეფექტურობას შიდა პროცესებში.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ AI და GenAI ხელსაწყოები ბანკის შიგნით დროულად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გავრცელდეს და თანამშრომლების ყოველდღიურ მუშაობაში რეალურ, გაზომვად ღირებულებად იქცეს.
ვის ვეძებთ - ვეძებთ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს 4–6 კაციან AI ათვისების გუნდს და პასუხისმგებელი იქნება ბანკში სხვადასხვა კომპლექსურობის AI ხელსაწყოების დროულ, უსაფრთხო და ეფექტურ გავრცელებაზე. ამ როლის მთავარი მიზანია, ხელსაწყოებმა ბანკს გაზომვადი, რეალური პრაქტიკული ღირებულება მოუტანონ — და არა მხოლოდ დაინერგონ.
AI Ათვისების Გუნდის Ლიდის Მთავარი Საქმიანობაა
- ბაზარზე AI ხელსაწყოების განვითარებისა და ბანკისთვის რელევანტური წარმატებული პრაქტიკების მუდმივი მონიტორინგი;
- ღირებული AI ხელსაწყოების ბანკში დანერგვის დროული ინიცირება და მათი უსაფრთხო გამოყენების პროცესის შემუშავება;
- თანამშრომლობა Compliance-თან, რისკების, იურიდიულ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდებთან, AI-ს პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად;
- AI use-case-ების მოკვლევის, პრიორიტეტიზაციის, დანერგვისა და შედეგის შეფასების ეფექტური გზების შემუშავება;
- ხელსაწყოების სწორი გამოყენების სასწავლო და ცნობიერების ამაღლების მასალების შემუშავება (ტრენინგები, playbook-ები, prompt-ებისა და უნარების ბიბლიოთეკები);
- AI ხელსაწყოების ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება;
- AI ხელსაწყოების მიერ მოტანილი ღირებულების საზომი KPI-ების შემუშავება და მონიტორინგი.
სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად მოგიწევს:
- ბანკის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებასთან თანამშრომლობა და ცვლილებების მართვის სტრატეგიების შემუშავება;
- ბანკის მენეჯმენტთან მათ მიმართულებებში ათვისების სტრატეგიების შეთანხმება და შედეგების რეპორტინგი;
- გუნდის შეკვრა, ახალი თანამშრომლების შერჩევა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:
- AI ხელსაწყოებისა და პლატფორმების შესაძლებლობების კარგი ცოდნა და მათ განვითარებაზე თვალყურის მუდმივი დევნება;
- AI literacy-ის ამაღლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- AI ხელსაწყოების დიდ მასშტაბზე გავრცელების გამოცდილება;
- მასშტაბური პროდუქტის ან პროექტის delivery-ს მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ადამიანებისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება; სასურველია მონაცემთა მეცნიერებთან და ანალიტიკოსებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ბანკის სპეციფიკის ცოდნა;
- ტოპ-მენეჯმენტთან მჭიდრო მუშაობის გამოცდილება;
- მრავალფეროვან დამკვეთებთან მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
რატომ ჩვენთან?
ჩვენ ვაშენებთ მსოფლიო დონის AI პრაქტიკას საქართველოში.
- რეალური მანდატი - მართავ მთელ გუნდს, მის ინიციატივებსა და პროცესებს; გაქვს დიდი ავტონომია და შესაბამისი პასუხისმგებლობა.
- ხილული გავლენა - შენი გუნდის ნამუშევარი პირდაპირ აისახება ბანკში AI-ს ათვისებასა და ეფექტურობაზე და ფასდება მენეჯმენტის უმაღლეს დონეზე.
- უახლესი ტექნოლოგიები - ჩვენი ფოკუსი GenAI-ზეა, ბანკის კარგად განვითარებული IT ინფრასტრუქტურა კი საშუალებას გვაძლევს, ახალი ხელსაწყოები სწრაფად დავნერგოთ.
- მონაწილეობა დიდ ტრანსფორმაციაში - GenAI-ს განვითარებასთან ერთად ჩვენ ხელახლა ვიაზრებთ AI-ს როლს ბანკის შიგნით, შენი გუნდი კი ამ ტრანსფორმაციის მთავარი შემოქმედია.
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 10 ივლისამდე.