საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, ფიზიკური პირების გუნდში, უფროსი ბრენდ მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
გეძებთ გუნდში, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა!
რას გააკეთებს ბრენდ მენეჯერი:
- მოამზადებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს შესაბამისი ბრენდ მიმართულებისთვის.
- მართავს მარკეტინგულ და საკომუნიკაციო პროექტებს;
- შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციისთვის შეიმუშავებს საჭირო მასალებს;
- მისი პასუხისმგებლობა იქნება, ნებისმიერი სახის მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელება, რომელიც გამოიყენება ბანკის მიერ(ვებგვერდი, სატელევიზიო, რადიო, ბეჭდვითი)
- დაგეგმავს კამპანიებს და მართავს იმპლემენტაციის პროცესს;
- ითანამშრომლებს სარეკლამო კომპანიებთან.
ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:
- ხედვა პროდუქტების განვითარებაში;
- ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- გამართული კომუნიკაციის უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრეზენტაციის უნარი.
ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, პროდუქტების, კომუნიკაციების ან ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით;
- სასურველია გამოცდილება ლაიფსტაილის მიმართულებით.
გამოხმაურებას ველით 2026 წლის 3 ივლისამდე!
წარმატებები!