ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ინჟინერი

Noventiq Georgia

Tbilisi

Description

Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ინჟინრის (Hybrid Infrastructure Engineer) პოზიციაზე (Full-time | On-site).

Noventiq Georgia არის ლიდერი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. დღევანდელ დღეს Noventiq Georgia ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული დარგში.

ჩვენთვის პრიორიტეტულია სტაბილური სამუშაო გარემო და ცვლილებების ეფექტური მართვა. პიროვნული და პროფესიული განვითარება ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია: ვსახავთ გაზომვად მიზნებს, ხელს ვუწყობთ რეგულარულ უკუკავშირს და გთავაზობთ მიზნობრივ ტრენინგებსა თუ სერტიფიცირებას. ჩვენს გუნდში პასუხისმგებლობები განაწილებულია გამჭვირვალედ, კომუნიკაცია კი მკაფიოა - ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და შედეგებს ობიექტურად ვაფასებთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ინფრასტრუქტურული არქიტექტურის დაპროექტება:

  • სერვერული ინფრასტრუქტურა
  • ვირტუალიზაციის პლატფორმები
  • მონაცემთა შენახვის სისტემები (Storage) და SAN ქსელები
  • მონაცემთა დამუშავების ცენტრის (Data Center) Ethernet/IP ქსელები

ტექნიკური დოკუმენტირება: მაღალი და დაბალი დონის არქიტექტურული დოკუმენტაციის (HLD / LLD) მომზადება, პროექტის თანმდევი ტექნიკური მასალების წარმოება.

მონაწილეობა Presales პროცესებში:

  • მოთხოვნების ანალიზი
  • გადაწყვეტილებების შერჩევა (Sizing)
  • მომხმარებლისთვის პრეზენტაციის წარდგენა
  • ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია;
  • არსებული ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია;
  • მონაწილეობა PoC პროცესებსა და დემოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

Data Center არქიტექტურის ცოდნა, DR/HA კონცეფციების ჩათვლით;

პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში:

  • ვირტუალიზაციის პლატფორმები
  • მონაცემთა შენახვის სისტემები (სხვადასხვა ტიპის) და SAN
  • Data Center Ethernet/IP ქსელები

მაღალი ხელმისაწვდომობისა და მასშტაბირებადობის პრინციპების ცოდნა;

End-to-end ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დაპროექტების გამოცდილება;

მომხმარებლებთან ურთიერთობის ძლიერი საკომუნიკაციო უნარი;

ქართული ენის კარგად ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1).

პროფესიული გამოცდილება:

  • ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის 3–5 წლიანი გამოცდილება
  • სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვირტუალიზაციისა და ქსელური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის დადასტურებული გამოცდილება.

ტექნიკური ექსპერტიზა:

ინფრასტრუქტურა

  • სერვერული პლატფორმები
  • მონაცემთა შენახვის ქსელები (SAN)
  • კორპორატიული მონაცემთა შენახვის სისტემები (რეპლიკაცია, მაღალი ხელმისაწვდომობა, წარმადობის ოპტიმიზაცია)

ვირტუალიზაცია

  • VMware / Hyper-V / KVM
  • მაღალი ხელმისაწვდომობა / კლასტერირება
  • რესურსების მართვა

Ethernet/IP ქსელები

  • L2/L3 არქიტექტურა
  • ვირტუალური ლოკალური ქსელები (VLAN) / როუტინგი / VXLAN
  • მონაცემთა დამუშავების ცენტრის კომუტაცია (Leaf-Spine არქიტექტურა)

სასურველია ცოდნა შემდეგი მიმართულებით

  • ღრუბლოვანი პლატფორმები (AWS / Azure / GCP)
  • სარეზერვო ასლების შექმნისა და DR გადაწყვეტილებები
  • მონიტორინგის სისტემები
  • GPU ინფრასტრუქტურა
  • მაღალი წარმადობის გამოთვლითი (HPC) კლასტერები
  • NVIDIA-ს ტექნოლოგიური სტეკი (ბაზისური ცოდნა)

დამატებითი უნარები:

  • კორპორატიულ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილება
  • Presales აქტივობებში მონაწილეობა
  • ტექნიკური დისკუსიებისა და სამუშაო შეხვედრების (Workshops) წარმართვის უნარი

ჩვენთან დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული სასერტიფიკატო კურსები

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ. №13.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია: Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის ამკრძალავ პოლიტიკას. თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით მომავალში შესაძლო ვაკანსიების განხილვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!