გაყიდვების მენეჯერი

Ornament • ორნამენტი

Tbilisi

Description

გაყიდვების სპეციალისტი

Ornament Properties სპეციალიზდება საქართველოში მშენებარე უძრავ ქონებაში და თანამშრომლობს წამყვან დეველოპერებთან, მათ შორის Archi, Metropol, Blox და სხვა კომპანიებთან. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მათზე მორგებული საცხოვრებელი თუ საინვესტიციო ქონების შერჩევაში.

გუნდის გაფართოებიდან გამომდინარე, ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

  • საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვა თბილისში
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა
  • ობიექტების შერჩევა კლიენტის მოთხოვნების მიხედვით
  • დეველოპერებთან და გუნდთან აქტიური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • გაყიდვების გამოცდილება (უძრავი ქონების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია

რას გთავაზობთ:

  • საბაზისო ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი საკომისიო
  • ხარისხიანი და სტაბილური ლიდები
  • ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო და ძლიერი გუნდი
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

თუ გიყვარს გაყიდვები და გინდა განვითარება უძრავი ქონების სფეროში — შემოუერთდი Ornament Properties-ის გუნდს. გამოგვიგზავნე განაცხადი და დაგიკავშირდებით.